სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.
სპორტის სახეობები
სათამაშო სახეობები: ბადმინტონი, ბეისბოლი, კალათბურთი, ფეხბურთი, ხელბურთი, ფრენბურთი, ჰოკეი, რაგბი, შვიდკაცა რაგბი
ზამთრის სახეობები: ბიატლონი, სათხილამურო სპორტი
საწყლოსნო სახეობები: აფროსნობა, კანოე, ცურვა, წყალში ხტომა
ორთაბრძოლები: კრივი, ფარიკაობა, ჭიდაობა, ძიუდო
მაგიდის სახეობები: მაგიდის ჩოგბურთი, შაში, ჭადრაკი, ბრიჯი.
სხვა სახეობები: ველოსპორტი, მშვილდოსნობა, მძლეოსნობა, ტანვარჯიში, ცხენოსნობა, ძალოსნობა, ხუთჭიდ
მსოფლიო სპორტი
Friday, April 20, 2012
ქართული წყვილი
ფიგურული სრიალის ქართულმა წყვილმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე მეორე პროგრამა წარმოადგინა და ერთადგილიანი უკუსვლა განიცადა. Pacific Coliseum-ში მიმდინარე ტურნირის სავალდებულო პროგრამის შემდეგ, ოთარ ჯაფარიძე და ელისონ რიდი მე-20 ადგილზე იყვნენ, ორიგინალური ცეკვის შემდეგ კი 21-ე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
ჯაფარიძემ და რიდმა პირველ დღეს მსაჯებისგან 26.65 ქულა მიიღეს და ბრიტანული ჩეხური და ესტონური წყვილების ჯობნა შეძლეს, ამჯერად კი 42.22 ბალს დასჯერდნენ, რამაც გადასწრების შანსი ბრიტანულ დუეტს მისცა.
ქართული ტანდემის აქტივში 68.87 ქულაა, თუმცა, მეზობლად მყოფ წყვილებთან არცთუ დიდი ჩამორჩენაა, რაც იმედს გვიტოვებს, რომ ყინულზე ცეკვების ტურნირის დასკვნით დღეს ჯაფარიძე და რიდი უკეთეს შედეგს აჩვენებენ.
თავისუფალი პროგრამა ხვალ თბილისის დროით 04:45 საათზე დაიწყება, ქართული წყვილი კი საასპარეზოდ მეოთხე ნომრად, ჩეხური, ესტონური და ბრიტანული დუეტების შემდეგ გავა.
ცნობისთვის, ტურნირში მონაწილეობას 15 ქვეყნის წარმომადგენელი 23 წყვილი იღებს, ორი პროგრამის თავზე პირველ ადგილზე კანადელები ტესა ვირტუე და სკოტ მოირი არიან, რომელთა აქტივში 111.15 ქულაა.

ქალების ჰოკეიც კანადისაა
ცხრაგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებულმა კანადის ქალ ჰოკეისტთა ნაკრებმა თავი არც მშობლიური პუბლიკის წინაშე შეირცხვინა და ვანკუვერის თამაშების გამარჯვებული გახდა.ჩანადა Hockey Place-ში გამართული ფინალის გმირი მარი-ფილიპ პოულინი გახდა, რომელმაც ამერიკელთა კარი პირველივე ტაიმში ორჯერ დალაშქრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში უკვე მე-17 წუთისთვის დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში კანადელმა ქალებმა 48 გოლის გატანა შეძლეს და საკუთარ უძლეველობაში ეჭვი ერთი წამითაც არ შეუტანიათ.
ბრინჯაოს მედლების დასაკუთრება ფინეთის გუნდმა შეძლო, რომელმაც ანალოგიურ წარმატებას 1998 წელს ნაგანოს თამაშებზეც მიაღწია. ფინელებმა სკანდინავიური დერბის ოვერტაიმში შვედებს 3:2 სძლიეს.
ელენე ათეულს მიღმა დარჩა
![]() |
“პასიფიკ კოლიზეუმში” მიმდინარე ტურნირის პირველ დღეს ელენეს 61.92 ქულა ერგო, რაც მისი პირადი რეკორდი გახლდათ. თავისუფალი პროგრამის წინ, 20 წლის ქართველი ევროპელთაგან მხოლოდ იტალიელ კაროლინა კოსტნერსა და რუს ალიონა ლეონოვას ჩამორჩებოდა, მეოთხეადგილოსან იაპონელ მიკი ანდოსთან კი 2.84 ქულას აგებდა.
აღნიშნულის გამო, დასკვნითი ასპარეზობის წინ, ქართველი გულშემატკივარი იმედიანად იყო განწყობილი, თუმცა, ევროპის გასული ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორმა სასურველ დონეზე ასპარეზობა ვერ მოახერხა. გედევანიშვილმა, რომელმაც ცეკვა ჟორჟ ბიზეს “კარმენის” ჰანგებზე წარმოადგინა, რამდენიმე შეცდომა დაუშვა, ერთხელაც კი ყინულზე დაეცა და შესაბამისად, ქულაც მოაკლდა.
ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ელენეს მსაჯებისგან მხოლოდ 93.32 ქულა ერგო, რაც თავისუფალ პროგრამაში მხოლოდ მე-17 შედეგი გახლდათ, ჯამში კი, ქართველ გოგონას 155.24 ქულა მოუგროვდა და ეს მხოლოდ მე-14 საფეხურზე გასასვლელად აღმოჩნდა საკმარისი.
ცნობისთვის, ტალინში გამართულ ევროპირველობაზე გედევანიშვილმა თავისუფალ პროგრამაში 103.72 ბალი მიიღო, ჯამში კი 164.54 ქულა მოუგროვდა, რა შედეგითაც იგი, ვანკუვერში მე-11 იქნებოდა.
ელენეს სანუგეშოდ ისღა თუ დარჩება, რომ მან ზურგს უკან ევროპის ჩემპიონი კაროლინა კოსტნერი მოიტოვა. იტალიელი სპორტსმენი თავისუფალი პროგრამის შესრულებისას სამჯერ (!) დაეცა და მე-19 შედეგი აჩვენა, ჯამურად კი, 151.90 ბალით, მხოლოდ მე-16 ადგილი დაიკავა.
გედევანიშვილის შემდეგი სამიზნე მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატია, რომელიც 22-28 მარტს იტალიის ქალაქ ტურინში შედგება.
Subscribe to:
Comments (Atom)