ცხრაგზის მსოფლიოს ჩემპიონმა და ოლიმპიადების ორგზის გამარჯვებულმა კანადის ქალ ჰოკეისტთა ნაკრებმა თავი არც მშობლიური პუბლიკის წინაშე შეირცხვინა და ვანკუვერის თამაშების გამარჯვებული გახდა.ჩანადა Hockey Place-ში გამართული ფინალის გმირი მარი-ფილიპ პოულინი გახდა, რომელმაც ამერიკელთა კარი პირველივე ტაიმში ორჯერ დალაშქრა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, საბოლოო ანგარიში უკვე მე-17 წუთისთვის დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადაზე ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში კანადელმა ქალებმა 48 გოლის გატანა შეძლეს და საკუთარ უძლეველობაში ეჭვი ერთი წამითაც არ შეუტანიათ.
ბრინჯაოს მედლების დასაკუთრება ფინეთის გუნდმა შეძლო, რომელმაც ანალოგიურ წარმატებას 1998 წელს ნაგანოს თამაშებზეც მიაღწია. ფინელებმა სკანდინავიური დერბის ოვერტაიმში შვედებს 3:2 სძლიეს.
No comments:
Post a Comment